• თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ისტორია

    ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის შემოქმედებითი და საშემსრულებლო ბიოგრაფია დღეისათვის ერთ საუკუნეს აჭარბებს.ამავდროულად, ჩვენი საგუნდო მუსიკის მაღალმხატვრულ ღირებულებებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი ორგანული ფუძეენა - უნიკალური მრავალხმიანობით და შეუდარებელი მხატვრული ღირსებებით გამორჩეული ეროვნული ხალხური მუსიკა, რომელიც კარგა ხანია მსოფლიო აღიარებით სარგებლობს. სწორედ ასეთმა ღირსებებმა განაპირობა იმთავითვე საქართველოში პროფესიული საგუნდო კოლექტივების დაარსება-მოღვაწეობა და მათ შორის საუკეთესო შემსრულებელთა გამოვლენა.
    საკუთრივ პროფესიული საგუნდო მუსიკის ფესტივალები პირველად 1975 წლიდან დამკვიდრდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-დირიჟორობის კათედრის გამგის, პროფესორ ვახტანგ ფალიაშვილის ინიციატივით, სისტემატიურად იმართებოდა კონსერვატორიაში და თავს უყრიდა ჩვენი ქვეყნის საგუნდო კოლექტივებს 1980 წლამდე. ფართოფორმატიანი ტრადიციული ფესტივალები 1986 წლიდან კვლავ განახლდა და დამკვიდრდა გორში, ადგილობრივი სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის სანდრო კაჭარავას ინიციატივით, დირიჟორ შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით არსებული ცნობილი გორის ქალთა გუნდის ბაზაზე. გორის საერთაშორისა საგუნდო მუსიკის ფესტივალმა მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
    საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერის, ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი მაია ჩაჩავას იდეის საფუძველზე - 2011 წლიდან საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ბაზაზე, თბილისის მერიის თანადგომით იმართებოდა საგუნდო მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი. 2013 წლიდან კი თბილისის მერიის მიერ ფესტივალი დაფუძნებულ იქნა სახელწოდებით „თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი“.
    ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. საქართველოში არსებული აკადემიური გუნდების ერთმანეთთან დაახლოება და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისათვის. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე უკვე ტრადიციად იქცა ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივის ერთობლივი გამოსვლა მათი შესრულებით ქართველ მსმენელს შესაძლებლობა აქვს მოისმინოს ქართველ კომპოზიტორთა დიდი ფორმის ვოკალური ნაწარმოებები, აგრეთვე მსოფლიო კომპოზიტორების მიერ შექმნილი შექმნილი საგუნდო მუსიკის შედევრები.
    თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი არჩილ უშვერიძე.

  • History of the Tbilisi Choral Music Festival

    Georgian professional choral music creative and performance biography counts over one century. Artistic values of Georgian choral music are defined by its organic fundamental language – unique polyphonic national folk music, which is recognized and highly appreciated by international music critics and community. These features have contributed to the creation and active work of professional choirs in Georgia, which has been started at the beginning of 20th century by Niko Sulkhanishvili. The increasing number of such choirs has given start to Choir Festival that assisted to show the achievements of the groups and encourage them to compete to name the winner. Such Festival has been founded in 1920ies and were called Choral Olympiad. One of the first was organized in Kutaisi, Georgia and later in Tbilisi, the capital, slowly adding certain varieties of genre to them. Well -known historic events has stopped such activities for a long period.
    Professional choral festivals have become more organized and periodic since 1975, when these events were founded under the initiative of Choral Conducting Chair of the Tbilisi State Conservatoire prof. Vakhtang Paliashvili. They took place in the Big Hall of the Tbilisi State Conservatoire until 1980.
    Traditional Festivals have been renewed from 1986 in Gori, Georgia with assistance of local music school director Sandro Kacharava, and on the basis of Gori Women’ Choir - conductor Shalva Mosidze, where the International Choir Festival was founded. Unfortunately, historical environment affected on the culture and muted
    Under the initiative of a manager of the Georgian National Music Center, culturologist Maya Chachava since 2011 GNMC, with active assistance of Tbilisi City Hall, this Festival took place in Tbilisi in the Mikeladze Hall of GNMC. Since 2013 Tbilisi City Hall has founded this Festival as “Tbilisi Choral Music Festival”.
    The aim of the Festival is to keep Georgian Choral performing traditions, to develop and promote them; to socialize existing academic groups with each other and present them to the audience.
    Gala Concert of the Festival traditionally introduces all the participant groups singing together, thus Georgian audience has an opportunity to listen to a big form symphonic piece – cantata, oratory and world pieces of famous composers of the world.
    Artistic director of the Festival is a Chief Conductor of the N. Sulkhanishvili Georgian State Capella - Archil Ushveridze.

  • Краткая История Тбилисского Фестиваля Хоровой Музыки

    Проведение хоровых фестивалей в Грузии началось с 1986 года в г. Гори под руководством дирижера Шалвы Мосидзе, на базе знаменитой Женской Хоровой капеллы. Международный Хоровой фестиваль г. Гори вскоре приобрел всемирное признание. На фестиваль приезжали ведущие хоровые коллективы из СССР и ближнего зарубежья.
    С 1990 года Фестиваль прекратил существование и только с 2011 года на базе Национального Музыкального Центра Грузии возобновился ежегодный фестиваль хоровой музыки, а в 2013 мерия г. Тбилиси основала фестиваль который назван «Тбилисским Международным Фестивалем Хоровой Музыки».
    Первичной целью фестиваля было сохранение традиций грузинского хорового исполнения, их развитие и популяризация, сближение существующих в Грузии академических хоров и ознакомление слушателей с их творчеством. По прошествии нескольких лет стало необходимым включение иностранных хоров в Фестиваль для повышения его художественного уровня и придания межхоровым отношениям международного характера.
    Стало традицией на заключительном концерте Фестиваля совместное выступление всех хоров участников. С их участием грузинскому слушателю предоставляется возможность ознакомится с большой формой вокально-симфонических произведений композиторов Грузии – кантатами, ораториями , а также мировыми шедеврами хоровой музыки.
    Художественным руководителем Фестиваля является Главный Дирижер Государственной Капеллы Грузии им. Н. Сулханишвили - Арчил Ушверидзе.